- ივნისი 08, 2026
“ვწყვეტ უფლებამოსილებას, პირადი განცხადების საფუძველზე” – სენაკის საკრებულო ერთმა წევრმა დატოვა
- მაისი 30, 2022
- , პოლიტიკა
"ვწყვეტ უფლებამოსილებას, პირადი განცხადების საფუძველზე",- ამ შინაარსის განცახდებით მიმართა სენაკის საკრებულოს "ენმ-ს" წევრმა , ვახტანგ წურწუმიამ. "როგორც თქვენთვის ცნობილია, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ქ. სენაკის მუნიციპალიტეტში არჩეული ვარ სენაკის საკრებულოს წევრად, სოფ. თეკლათი-ჭალადიდის მაჟორიტარად, პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან". მოგმართავთ პირადი განცხადების საფუძველზე, რომ ვტვოვებ ქ.სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ვწყვეტ უფლებამოსილებას პირადი განცხადების საფუძველზე",- წერია განცხადებაში. სულ სენაკის საკრებულოში 33 წევრია, მათგან 16 ქართული ოცნებიდანაა, ენმ- 13, პარტია საქართველოსთვის კი 4.