- ივნისი 08, 2026
“ვაპირებთ ტესტირებების ჩატარებას”- როგორია ვითარება ბახმაროში
- ივლისი 19, 2021
- , პოლიტიკა
ბახმაროში ამ დროისთვის ეპიდვითარება მშვიდია. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო ჯიბუტმა განუცხადა. „ბახმაროში ეპიდვითარება მშვიდია. 1 ოჯახია ინფიცირებული, მაგრამ უკვე გამოჯანმრთელების გზას ადგას. ცხოვრობენ საკუთარ კერძო სახლში. აკონტროლებს პოლიცია და ყურადღებას ვაქცევთ ჩვენც. ხვალ ვაპირებთ ტესტირებების ჩატარებას“,_ გვითხრა ჯიბუტმა.