შაბათი, ივლისი 18, 2026

“უსუსურმა “ოცნებამ” ამ შედეგამდე მიგვიყვანა”- ანა ბუჩუკური


“უსუსურმა “ოცნებამ” ამ შედეგამდე მიგვიყვანა”- ანა ბუჩუკური

"უსუსურმა "ოცნებამ" ამ შედეგამდე მიგვიყვანა-მეგობრები გადაგვკიდა. ეს არის ზუსტად ქვეყნის ღალატი. ქვეყანა რჩება მარტო, იზოლირებული",_ აღნიშნული განცხადება პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრმა ანა ბუჩუკურმა გააკეთა. "„ქართული ოცნება“ ამბობდა, რომ მოვიდოდა 20 იანვარი და ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც ამას ტრამპი იტყოდა. თუმცა, მას შემდეგ 3 თვე გავიდა და ვიხილეთ ორპარტიული აქტი, რომლის წარმდგენი არის „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელი. ეს არის ორპარტიული მიდგომა იმ მავნებლობაზე, რასაც ახორციელებს „ქართული ოცნება“ უკვე ამდენი წელია. ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის კონგრესის ქვედა პალატა იღებს ასეთ მკაცრ საკანონმდებლო აქტს, გარდა იმისა, რომ ეს არის საკანონმდებლო აქტი, ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადი. მას მხარი დაუჭირა 349 კონგრესმენმა, ხოლო 42 კი წინააღმდეგი იყო. ეს რიცხვები მეტყველებს იმაზე, რომ ეს არის ფაქტობრივად სრული მხარდაჭერა. ეს არის ორპარტიული აქტი. ამასთან, ყველამ კარგად დაინახა „ ქართული ოცნების“ პროპაგანდა და ტყუილი ტრამპის მოსვლასთან დაკავშირებით. ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის ყველაზე მძიმე არის ის, რომ „ოცნების“ უსუსურობამ და მავნებლობამ ამ შედეგამდე მიგვიყვანა. მათ მეგობრები, რომლებიც ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას იცავენ, გადაგვკიდა. ეს არის ქვეყნის ღალატი. ქვეყანა რჩება იზოლირებული. მაქვს მოლოდინი, რომ „მეგობარი აქტის“ აშშ-ში მიღებას აუცილებლად მოჰყვება გადამდები ეფექტი ევროპაშიც. ევროკავშირში, მოგეხსენებათ, ისტორიულად დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა პოზიცია აქვთ საფრანგეთსა და გერმანიას. იმის გამო, რომ გერმანიაში ახალი მთავრობა ჰყავთ და შიდა პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს, ამას გარკვეული დრო დასჭირდება. ამის შემდეგ კი ისინი „მოიცლიან“ საქართველოსთვის",_ აცხადებს ანა ბუჩუკური. ანა ბუჩუკურის განცხადება პარტიის გვერდზე ვრცელდება.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია