- ივნისი 08, 2026
“ტვინების ბრძოლა” – ვინ გახდნენ ინტელექტუალური თამაშის გამარჯვებულები ჩოხატაურში
- ნოემბერი 27, 2023
- , პოლიტიკა
"ტვინების ბრძოლა"- ასე ჰქვია ინტელექტუალურ თამაშს, რომელიც 26 ნოემბერს ჩოხატაურში ჩატარდა. ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, თამაში ჩატარდა სამ ასაკობრივ კატეგორიაში - III - V, VI - VIII და IX - XIII კლასებისთვის. დაწყებით საფეხურზე მონაწილეობდა 12 გუნდი, რომელთა შორის I ადგილი - სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფ. იანეულის საჯარო სკოლა - ,,სმარტები"(83 ქ), II ადგილი - სსიპ - ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლა - Black King" (79 ქ) და ა(ა) იპ ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახ. სამრევლო სკოლა - ,,ცოდნის მაძიებლები" (79 ქ), III ადგილი - ა(ა)იპ ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახ. სამრევლო სკოლა - ,,მომავლის ხმა" (73 ქ) დაიკავა. რაც შეეხება კლასებს შორის გამართულ შეჯიბრს, აქ შედეგები ასეთია: VI - VIII კლასები I ადგილი - სსიპ ნიკო მარის სახ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის N 1 საჯარო სკოლა - ,,ტვინები" (38 ქ), II ადგილი - ა (ა)იპ ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახ. სამრევლო სკოლა - ,,სპეკალი" (21 ქ), III ადგილი - სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფ. შუა ამაღლების სკოლა - ,,ქარიშხალი" (10 ქ). IX - XII კლასები I ადგილი - სსიპ ნიკო მარის სახ. ჩოხატაურის N 1 საჯარო სკოლა - ,,Falcon" (36 ქ) II ადგილი - სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფ. შუა ამაღლების საჯარო სკოლა - ,,აირისი" (28 ქ), III ადგილი - სსიპ ნიკო მარის სახ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის N 1 საჯარო სკოლა - ,,Hellados" (22 ქ). როგორც ცნობილია, ნახევარფინალური ტური 3 დეკემბერს ოზურგეთში გაიმართება.