შაბათი, ივლისი 18, 2026

“თუ‭ ‬ გამოძიება‭ ‬ ‭‬დაწყებული‭ ‬‬არაა,‭ ‬როგორ‭ ‬უნდა ვითანამშრომლო” – რაზმაძე უწყებას პასუხობს


“თუ‭ ‬ გამოძიება‭ ‬ ‭‬დაწყებული‭ ‬‬არაა,‭ ‬როგორ‭ ‬უნდა ვითანამშრომლო” – რაზმაძე უწყებას პასუხობს

შსს-ს თანამშრომელი გოგი რაზმაძე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებას ეხმაურება და მას სამარცხვინოს უწოდებს. "მინდა‭ ‬ ‭ ‬გამოვეხმაურო‭ ‬ ‭ ‬სპეციალური‭ ‬ ‭ ‬საგამოძიებო‭ ‬ ‭ ‬სამსახურის‭ ‬ ‭ ‬სრულიად‭ ‬ ‭ ‬სამარცხვინო განცხადებას. პირველი‭ ‬ ‭ ‬-‭ ‬ ‭ ‬რომელ‭ ‬ ‭ ‬,,გამოძიებასთან‭ ‬ ‭ ‬თანამშრომლობაზე“‭ ‬ ‭ ‬მომიწოდებთ?!‭ ‬ ‭ ‬სადაა გამოძიება? გამოძიებასთან თანამშრომლობა შეიძლება მაშინ, როცა‭ ‬ გამოძიებაა დაწყებული.‭ ‬თუ‭ ‬ ‭ ‬გამოძიება‭ ‬ ‭ ‬დაწყებული‭ ‬ ‭ ‬არაა,‭ ‬გამოძიებასთან‭ ‬ ‭ ‬როგორ‭ ‬ ‭ ‬უნდა ვითანამშრომლო ჩემთვის სრულიად გაუგებარია. მეორე‭ ‬ ‭ ‬-‭ ‬ ‭ ‬თქვენი‭ ‬ ‭ ‬პირველივე‭ ‬ ‭ ‬გამოძახებისთანავე‭ ‬ ‭ ‬გამოვცცხადდი‭ ‬ ‭ ‬ჩემი‭ ‬ ‭ ‬ნებით საგამოძიებო სამსახურში და თქვენს ე.წ გასაუბრების ოქმში, წერილობით დავაფიქსირე რომ მზად ვიყავი გამოძიების ფარგლებში დეტალური ინფორმაციის მოსაწოდებლად. თანამშრომლობის‭ ‬ ‭ ‬სურვილი‭ ‬ ‭ ‬რომ‭ ‬ ‭ ‬არ‭ ‬ ‭ ‬მქონოდა‭ ‬ ‭ ‬არც‭ ‬ ‭ ‬მოგმართავდით‭ ‬ ‭ ‬და‭ ‬ ‭ ‬არც მოვიდოდი.‭ ‭ ‬‬ ‭მე‭ ‬ ‭ ‬თქვენთან‭ ‬ ‭ ‬უარი‭ ‬ ‭ ‬განვაცხადე‭ ‬ ‭ ‬,,სამართლებრივ’’‭ ‬ ‭ ‬აბსურდში‬ მონაწილოების მიღებაზე, რადგან გამოძიება არ იყო დაწყებული (მოვითხოვე გამოძიებს დაუყონებლივ დაწყება, ‭ ‬რადგან‭ ‬ საკმარისზე მეტი‭ ‬ინფორმაცია‭ ‬ მოგაწოდეთ‭ ‬ ‭ჩემი წერილობითი განცხადებით). მესამე‭ ‬ ‭ ‬- ‭ ‬მეორედ‭ ‬ ‭ ‬თქვენგან‭ ‬ ‭ ‬შემეხმიანა‭ ‬ ‭ ‬გამომძიებელი‭ ‬ მას‭ ‬ ‭ ‬შემდეგ‭ ‬ ‭ ‬რაც‭ ‬ ‭ ‬სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გადაწყვეტილება გამოძიების არდაწყებაზე გავასაჩივრე ამავე სამსახურის უფროსთან და პროკურორთან (სხვათაშორის არც ერთისგან ჯერ პასუხი არ მიმიღია).‭ ‬ ‭ ‬ კერძოდ,‭ ‬ ‭ ‬2023‭ ‬ ‭ ‬წლის‭ ‬ ‭ ‬9‭ ‬ ‭ ‬აგვისტოს‭ ‬ ‭ ‬მომწერა‭ ‬ ‭ ‬სპეციალური‭ ‬ ‭ ‬საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა, რომელმაც მთხოვა დაკავშირება. მე მას ავუხსენი მიზეზები, რის გამოც მასთან საუბარს ვერ შევძლებდი და ვთხოვე ჩემს ადვოკატთან დაკავშირება (რომლისთვისაც არ დაურეკავთ). თუ თქვენ რეალური სამართლებრივი პროცედურები გაინტერესებთ,‭ ‬2‭ ‬ადვოკატი‭ ‬მყავს‭ ‬ ‭ ‬და‭ ‬ ‭ ‬შეგეძლოთ ‭ ‬რომელიმესთვის‭ ‬დაგერეკათ. მაღალი საჯარო ინტერესის უზრუნველსაყოფად, სტატუსს თან ვურთავ გამომძიებელთან მიმოწერას, რომელმაც ჩემი თხოვნის მიუხედავად, არც კი დაურეკა ადვოკატს (კიდევ მე არ ვთანამშრომლობ გამოძიებასთან თუ თქვენ ჩემთან?) მეოთხე - რა გასაუბრებაზე მესაუბრებით? ჩემთან გასაუბრებაც იმიტომ ხომ არ გინდათ, რომ ეს ე.წ. ,,გასაუბრების ოქმიც“ ისევ გენერალურ ინსპექციაში გადაგზავნოთ, რომლის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ამ ეტაპზე თავად დავით მინდიაშვილია. თქვენ‭ ‬ ‭ ‬ამ‭ ‬ ‭ ‬განცხადებებით‭ ‬ ‭ ‬გინდათ‭ ‬ ‭ ‬საზოგადოების‭ ‬ ‭ ‬შეცდომაში‭ ‬ ‭ ‬შეყვანა‭ ‬ ‭ ‬და‭ ‬ ‭ ‬თქვენი უკანონო გადაწყვეტილების გამართლება. ასევე, მინდა კიდევ ერთხელ საჯაროდ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს მივმართო (წერილობით მიმართული მაქვს). სპეციალური‭ ‬ ‭ ‬საგამოძიებო‭ ‬ ‭ ‬სამსახურის ‭ ‬გამომძიებლის ‭ ‬უარი‭ ‬ გამოძიების‭ ‬ დაწყების თაობაზე‭ ‬ ‭ ‬უხეშად‭ ‬ ‭ ‬არღვევს‭ ‬ ‭ ‬სისხლის‭ ‬ ‭ ‬სამართლის‭ ‬ ‭ ‬საპროცესო‭ ‬ ‭ ‬კოდექსის‭ ‬ ‭ ‬იმპერატიულ მოთხოვნებს.‭ ‬ ‭ ‬ გამოძიების‭ ‬ ‭ ‬დაწყება‭ ‬ ‭ ‬არ‭ ‬ ‭ ‬არის‭ ‬ ‭ ‬საგამოძიებო‭ ‬ ‭ ‬ორგანოს‭ ‬ დისკრეციული უფლებამოსილება. ჩემს‭ ‬ ‭ ‬განცხადებაში‭ ‬ ‭ ‬აღწერილი‭ ‬ფაქტობრივი‭ ‬ ‭ ‬გარემოებები,‭ ‬ ‭ ‬სრულ‭ ‬ ‭ ‬შესაბამისობაშია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამ მუხლთან: სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლთან, ვინაიდან დავით მინდიაშვილი მუქარით, შანტაჟითა და სხვა უკანონო‭ ‬ ‭ ‬ქმედებებით‭ ‬ ‭ ‬მაიძულებდა‭ ‬ ‭ ‬დამეწერა‭ ‬ ‭ ‬ახსნა-განმარტება;‭ ‬ ‭ სისხლის სამართლის‭ ‬ ‭ ‬კოდექსის‭ ‬ ‭ ‬333-ე‭ ‬ ‭ ‬მუხლთან,‭ ‬ ‭ ‬ვინაიდან‭ ‬ ‭ ‬დავით‭ მინდიაშვილმა‭ ‬ ‭ ‬გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, ჩემი პირადი ღირსების შეურაცხყოფის გზით, რამაც ჩემი კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია სისხლის სამართლის კოდექსის 143 ტერცია მუხლთან, ვინაიდან დავით მინდიაშვილი მამცირებდა მთელი სამი‭ ‬ ‭ ‬საათის‭ ‬ ‭ ‬განმავლობაში,‭ ‬ ‭ ‬ლახავდა‭ ‬ ‭ ‬ჩემს‭ ‬ ‭ ‬პატივსა‭ ‬ ‭ ‬და‭ ‬ ‭ ‬ღირსებას‭ ‬ ‭ ‬და‭ ‬ ‭ ‬მაიძულებდა დამეწერა ახსნა განმარტება, რამაც მე მომაყენა ძლიერი ფსიქიკური ტკივილი. სპეციალურმა‭ ‬ ‭ ‬საგამოძიებო ‭ ‬სამსახურმა‭ ‬ ‭ ‬კი ‭ ‬ჩემს ‭ ‬განცხადებაში ‭ ‬მითითებულ გარემოებებში არათუ სამი, ვერც ერთი დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა. გამოძიების დაწყებაზე უარის თქმით, თქვენმა ‭ ‬სამსახურმა არა ‭ ‬მხოლოდ დაარღვია სისხლის ‭ ‬სამართლის ‭ ‬საპროცესო ‭ ‬კოდექსის ‭ ‬ის ‭ ‬ნორმა,‭ ‬ რომელიც ‭ ‬გაკისრებთ გამოძიების დაწყებას ავალდებულებს, დიდი ალბათობით მოსპო დავით მინდიაშვილის მიერ ‭ ‬ჩადენილი ‭ ‬დანაშაულის ‭ ‬დამადასტურებელი ‭ ‬მტკიცებულებების ‭ ‬მოპოვების შესაძლებლობა,‭ ‬ ვინაიდან ‭ ‬ამ ‭ ‬მტკიცებულებებზე ‭ უკვე ‬ხელი ‭ ‬მიუწვდება ‭ ‬სწორედ ‭ ‬დანაშაულის ჩამდენ ‭ ‬პირს‭ ‬ ‭რომელიც‭ ‬ ‭ ‬არათუ‭ ‬ ‭ ‬ჩამოშორებულია‭ ‬ ‭ ‬საქმიანობას,‭ ‬ ‭ ‬ამ‭ ‬ ‭ ‬ეტაპზე‬ გენერალური ინსპექციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელია.‬ ა‭მ‬ ‭ ‬საქმეზე ‭ ‬გამოძიების ‭ ‬დროულად ‭ ‬დაწყებას ‭ ‬ჰქონდა‭/‬ა‭ქვს‬ ‭ ‬არსები‭თი‬ ‭ ‬მნიშვნელობა. მაღალია ყველ‭ა‬ ი‭მ‬ მტკიცებულების განადგურების საფრთ‭ხე‬,‭ ‬რომელი‭ც‬ დაადასტურებს ჩემს ‭ ‬მიმარ‭თ‬ ‭დანაშაულის ‭ჩადენის ‭ ‬ფაქტ‭ს‬ ‭ (‬მა‭გ‬.‭ ‬შინაგან ‭ ‬საქმეთა ‭ ‬სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში არსებულ‭ი‬ ვიდე‭ო‬ კამარების ჩანაწერები,‭ ‬სადა‭ც‬ ზუსტად იქნება ასახული‭ ‬ჩემი‭ ‬შესვლ‭ის ‬დ‭ა ‬გამოსვლის‭ ‬დრ‭ო‬,‭ ‬სხვა‭ ‬მნიშვნელოვანი‭ ‬მტკიცებულებები). ჩემთვი‭ს‬ ‭ ‬გაუგებარია ‭ ‬რ‭ა‬ ‭ ‬გარემოებები ‭ ‬შეაფასა ‭ ‬სპეციალურმა ‭ ‬საგამოძიებო ‭ ‬სამსახურმა დ‭ა‬ დანაშაულის რომელი ნიშა‭ნი‬ დააკლდ‭ა‬ გამოძიების დასაწყებად.‭ ‬ პასუხი,‭ ‬რომელიც მე ‭ ‬მივიღე დაუსაბუთებელია.‭ ‬შეფასების ‭ ‬პროცე‭სი‬ ‭ კი‬ ‭ ‬სრულად ‭ ‬აცდენილი‭ა‬ ‭ ‬სისხლის სამართლის‭ ‬კანონმდებლობას. საქართველოს ‭ ‬კანონი ‭ ‬,‭,‬სპეციალურ‭ი‬ ‭ ‬საგამოძიებო ‭ ‬სამსახურის ‭ ‬შესახებ’’‭ ‬კანონის ‭ მე‬-4 მუხლი ‭ ‬განსაზღვრავს ‭ ‬სპეციალურ‭ი‬ ‭ ‬საგამოძიებო სამსახურის ‭ ‬საქმიანობის ‭ ‬პრინციპებს: კანონიერებ‭ა; ‬ ადამიანის ‭ ‬უფლება‭თა‬ ‭ ‬დ‭ა‬ ‭ ‬თავისუფლება‭თა‬ ‭ ‬დაცვ‭ა‬; დამოუკიდებლობ‭ა‬ ‭ ‬დ‭ა‬ ‭ ‬პოლიტიკურ‭ი‬ ‭ ‬ნეიტრალიტეტ‭ი; ‬ ობიექტურობ‭ა‬ ‭ ‬და მიუკერძოებლობ‭ა; ‬ პროფესიონალიზმ‭ი‬,‭ ‬ საიდუმლოების‭ა‬ ‭ ‬და კონფიდენციალურობის ‭ ‬დაცვ‭ა.‬ სპეციალურმ‭ა‬ ‭ ‬საგამოძიებ‭ო‬ ‭ ‬სამსახურმ‭ა‬ ‭ ‬დაარღვია ყვე‭ლა ‬ზემოაღნიშნუ‭ლი ‬პრინციპ‭ი‬. სპეციალური‭ ‬ ‭ ‬საგამოძიებო‭ ‬ ‭ ‬სამსახურის‭ ‬ ‭ ‬უფროსს‭ ‬ ‭ ‬მოვუწოდებ,‭ ‬ ‭ ‬კანონით გათვალისწინებული წესით წერილობით მიპასუხოს ჩემს განცხადებაზე და ნუ მიგზავნის კვლავ‭ ‬ ‭ ‬გაურკვეველ‭ ‬ ‭პროცედურებში‭ ‬ ‭ ‬ჩართვის‭ ‬ ‭ ‬მიზნით‭ ‬ ‭ ‬იგივე‭ პირს,‭ ‬ ‭ ‬რომლის გადაწყვეტილება მასთან გავასაჩივრე. მე‭ ‬ ‭ ‬რა‭ ‬ ‭ ‬თქმა‭ ‬ ‭ ‬უნდა,‭ ‬ ‭ ‬ვაგრძელებ‭ ‬ ‭ ‬ჩემი‭ ‬ ‭ ‬უფლებების‭ ‬ ‭ ‬დაცვას‭ ‬ ‭ ‬კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ეროვნული და საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით",_ წერს რაზმაძე სოციალურ ქსელში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია