შაბათი, ივლისი 18, 2026

“თქვენი სიხარული – თითოეული ჩვენგანის სიხარულია” – კობახიძე მუსლიმ მოქალაქეებს


“თქვენი სიხარული – თითოეული ჩვენგანის სიხარულია” – კობახიძე მუსლიმ მოქალაქეებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მუსლიმ მოქალაქეებს ყურბან-ბაირამს ულოცავს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ მუსლიმი თემი საქართველოს ისტორიის, კულტურისა და დღევანდელობის განუყოფელი ნაწილია. „საქართველოს მუსლიმ მოქალაქეებს გულითადად გილოცავთ ყურბან-ბაირამს - მშვიდობის, თანადგომის, იმედისა და სიკეთის გამარჯვების დღესასწაულს. მუსლიმი თემი საქართველოს ისტორიისა და კულტურის, მისი დღევანდელობის განუყოფელი ნაწილია. თქვენი შრომითა და ქვეყნის ერთგულებით ფასდაუდებელი წვლილი შეგაქვთ ჩვენი სამშობლოს წინსვლაში. ამიტომ, თქვენი სიხარული - თითოეული ჩვენგანის სიხარულია. ვუერთდები საზეიმო განწყობას, რომელიც დღეს თქვენს ოჯახებშია და მშვიდობას და კეთილდღეობას გისურვებთ", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია