- ივნისი 08, 2026
“თავს ვალდებულად ვთვლი, საჯაროდ გამოვხატო ჩემი პროტესტი”
- ნოემბერი 29, 2024
- , პოლიტიკა
საჯარო სამსახურების თანამშრომლები ღიად აფიქსირებენ საქართველოს დასავლური კურსის ერთგულებას და საჯარო განცხადებებს აკეთებენ _ მათ შორისაა ქეთევან ფანჩულიძე, რომელიც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მუშაობს. "მე, ქეთევან ფანჩულიძე, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომელი, ერთგული ვრჩები ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაში დეკლარირებული ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კურსის. ცენტრის მიზანია, საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტეგრაციის ხელშეწყობა. მიმდინარე მოვლენები საფრთხეს უქმნის ყოველივე ზემოაღნიშნულს და შესაბამისად, თავს ვალდებულად ვთვლი, საჯაროდ გამოვხატო ჩემი პროტესტი", _ წერს ქეთევან ფანჩულიძე სოციალურ ქსელში.