შაბათი, ივლისი 18, 2026

“სული წმინდა მოვიდეს თქვენ ზედა” – პატრიარქის ქადაგება სულთმოფენობის დღესასწაულზე


“სული წმინდა მოვიდეს თქვენ ზედა” – პატრიარქის ქადაგება სულთმოფენობის დღესასწაულზე

დღეს ქრისტიანული სამყარო სულთმოფენობას ზეიმობს. სულთმოფენობა ქრისტეს აღდგომის 50-ე დღეს აღინიშნება. სახარების თანახმად, იერუსალიმში ქრისტეს მოწაფეებზე სულიწმიდა ცეცხლის ენებად გადმოსულა და მოციქულებს შესძენიათ უნარი ქრისტიანობა ექადაგათ სხვადასხვა ენაზე, სხვადასხვა ხალხში, მოეხდინათ სასწაულები და სხვა. სულთმოფენობასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია II წირვას აღავლინა სიონის საკათედრო ტაძარში. "გილოცავთ სულთმოფენობის დღესასწაულს. სული წმინდა მოვიდეს თქვენ ზედა და ძალი მაღლისა გფარვიდეს თქვენ. ჩვენთან არს ღმერთი!"_ განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქადაგებისას.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია