- ივნისი 08, 2026
“სტუდენტებს მიწერე” _ რას წერს აქციაზე დაკავებული პედიატრი ცოლს
- დეკემბერი 10, 2024
- , პოლიტიკა
პედიატრი კოტე ჩახუნაშვილი, ცოლს, ეკა კვირკველიას, იზოლატორიდან წერილს უგზავნის "1. ლეპტოპში შედი ვოთსაფზე და სტუდენტებს მიწერე, რომ ხუთშაბათამდე ვერ ჩავუტარებ ლექციას 2. პაციენტებია გადასაწერი" _წერია წერილში, რომელსაც კვირკველია სოციალურ ქსელში ასაჯაროებს "კონსტანტინე ჩახუნაშვილი, ადამიანი რომელიც ადვოკატს პირველ რიგში ჩვენთან აბარებს რომ მის სტუდენტებსა და პაციენტებზე ვიზრუნოთ … " | წერს ეკა კვირკველია შსს-ს ინფორმაცით, პედიატრი, მოძრაობა „ჯიუტის“ წევრი, კოტე ჩახუნაშვილი აქციაზე სამართალდამცავებმა პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.