შაბათი, ივლისი 18, 2026

“სპეცოპერაციის მხოლოდ მაშინ შეჩერდება, თუ კიევი ბრძოლებს შეწყვეტს” _ პუტინი


“სპეცოპერაციის მხოლოდ მაშინ შეჩერდება, თუ კიევი ბრძოლებს შეწყვეტს” _ პუტინი

როგორც ვლადიმერ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტს რეჯებ ტაიპ ერდოღანს განუცხადა, "სპეცოპერაციის შეჩერება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ კიევი ბრძოლებს შეწყვეტს", _ იუწყება ria.ru. "დონბასის დასაცავად მიმართული სპეცოპერაციის შეჩერება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ კიევი ბრძოლებს შეწყვეტს და რუსეთის მოთხოვნებს შეასრულებს", _ უთხრა პუტინმა ერდოღანს. "რუსულმა მხარემ დაადასტურა უკრაინის მხარესა და უცხოელ პარტნიორებთან დიალოგისთვის მზადყოფნა კონფლიქტის დასარეგულირებლად", _ აცხადებს კრემლის პრესცენტრი. პუტინი ერდოღანს ესაუბრა, რომ "კიევის მიერ მოლაპარაკებების გაჭიანურებას პერსპექტივა არ აქვს.": "ამასთან, რუსეთის შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებენ მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. წერტილოვანი დარტყმები ხორციელდება მხოლოდდამხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურაზე". _ თქვა პუტინმა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია