- ივნისი 08, 2026
“სინოფარმის” ვაქცინა დელტა შტამის მიმართ ეფექტიანია _ კვლევის შედეგი
- აგვისტო 23, 2021
- , პოლიტიკა
"სინოფარმის" ვაქცინა დელტა შტამის მიმართ ეფექტიანია - კვლევის ამ შედეგებს შრი-ლანკას უნივერსიტეტი აქვეყნებს. "ანტისხეულების პასუხი ამ შტამის მიმართ, ისევე როგორც გამანეიტრალებელი ანტისხეულები, დაახლოებით იგივე დონით ფიქსირდება, როგორც ბუნებრივი ინფექციის გადატანის შემდეგ", - წერს უნივერსიტეტი განცხადებაში. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ორი დოზით აცრის შემდეგ ვაქცინირებულთა 95%-ს ანტისხეულების ის დონე განუვითარდა, რაც ორგანიზმში ინფექციის ბუნებრივად გადატანის შემდეგ რჩება. კვლევა რეცენზირებამდელ სერვერზეა განთავსებული და რეცენზიას ელოდება.