შაბათი, ივლისი 18, 2026

“შსს-მ ჯარიმების განხილვის ვადა 1-დან 3 თვემდე გააგრძელა”- ადვოკატი


“შსს-მ ჯარიმების განხილვის ვადა 1-დან 3 თვემდე გააგრძელა”- ადვოკატი

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული ჯარიმების საჩივრების განხილვის ვადა 1-დან 3 თვემდე გააგრძელა",_ ამის შესახებ სოციალურ ქსელში ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი წერს. "ჯარიმებთან დაკავშირებულმა საჩივრებმა (შსს-ში) პირველი შედეგი უკვე აჩვენა. დღეს ერთმანეთის მიყოლებით გვბარდება დადგენილებები, რომელთა მიხედვითაც, შსს 1-თვიან ვადაში საჩივრის განხილვას ვერ ასწრებს და ვადას 3 თვემდე აგრძელებს. შესაბამისად, კიდევ 2 თვით გადაიდება თითოეული პროცესი და ჯარიმის გადახდის ვადაც", - წერს მიგინეიშვილი Facebook-ზე.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია