შაბათი, ივლისი 18, 2026

“სავარაუდოდ, ყელი გამოიჭრა” – ტრაგედია ხობში


“სავარაუდოდ, ყელი გამოიჭრა” – ტრაგედია ხობში

"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, ხობში, ერთ-ერთ სოფელში, შუა ხნის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც წყარო გვიყვება, მან დაზიანებები ცივი იარაღით მიიყენა. "საშინელი ტრაგედია დატრიალდა. როგორც ამბობენ, სავარაუდოდ, ყელი გამოიჭრა. სხვა დეტალები, უცნობია",-აცხადებს წყარო. ფაქტს ადასტურებს მერის წარმომადგენელი, თუმცა დეტალებზე არ საუბრობს და ტელეფონს გვითიშავს. "გურია ნიუსი" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში გვიტხრეს, მომხდარზე გამოძება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია