შაბათი, ივლისი 18, 2026

“საშინელი ბიძგები იყო”- მიწისძვრას პაკისტანსა და ავღანეთში მსხვერპლი მოჰყვა


“საშინელი ბიძგები იყო”- მიწისძვრას პაკისტანსა და ავღანეთში მსხვერპლი მოჰყვა

ძლიერი მიწისძვრა მოხდა პაკისტანსა და ავღანეთში. გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა 12 ადამიანი, არიან დაშავებულებიც. 6.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ დააზიანა შენობები, გამოიწვია მეწყერი და ხალხი ქუჩებში გაიქცა. ბიძგები შორეული ჯურმის ხეობიდან ინდოეთამდე იგრძნობოდა. "ეს საშინელი ბიძგები იყო. ასეთი ბიძგები ჩემს ცხოვრებაში არასდროს მიგრძვნია", - განუცხადა ქაბულის მცხოვრებმა AFP-ს საინფორმაციო სააგენტოს მეხუთე სართულიდან გამოსვლის შემდეგ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია