შაბათი, ივლისი 18, 2026

“საქმე გადაგზავნილია სასამართლოში”- უკანონოდ მოპოვებული ხე- ტყის გადამუშავების ფაქტი


“საქმე გადაგზავნილია სასამართლოში”- უკანონოდ მოპოვებული ხე- ტყის გადამუშავების ფაქტი

სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ბორჯომში, სოფელ ლიბანში, რეგისტრირებულ სახერხ საამქროში უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის გადამუშავების ფაქტი გამოავლინეს. "საამქროს შიდა პერიმეტრსა და მიმდებარე ტერიტორიაზე 5 კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი იქნა აღმოჩენილი. გარემოსდაცვითი ზედამხეველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სახერხი საამქრო დალუქეს, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გადატანილია ახალციხის საქმიან ეზოში. საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, გადაიგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოში",_ აცხადებენ გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია