შაბათი, ივლისი 18, 2026

“სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ერთი ფერდის პრობლემა არ არის”- თეა გოდოლაძე


“სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ერთი ფერდის პრობლემა არ არის”- თეა გოდოლაძე

"სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ერთი ფერდის პრობლემა არ არის. ვისაც გაუვლია ამ გზაზე, ასეთი ფერდი ბევრია. მომავალში, ყველა ეს ფერდი დამატებით პრობლემას შექმნის",_ ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე მთავრობის გადაწყვეტილებას ჩუმათელეთი-ხევის ავტომაგისტრალთან მეწყერსაშიში ფერდობის გამაგრებასთან დაკავშირებით. ცნობისთვის, მთავრობამ აღნიშნულთან დაკავშირებით ტენდერი გამოაცხადა.შესყიდვის ღირებულება 63,9 მილიონ ლარს შეადგენს და მისი მეშვეობით ფერდობის სრული სტაბილიზაცია უნდა მოხდეს. შეგახსენებთ, რომ რიკოთის უღელტეხილზე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 149-კმ-ზე მეწყრული პროცესები 2022 წლის ივნისში დაიწყო, რის გამოც საავტომობილო გზაზე მოძრაობა რამდენიმე დღით შეწყდა, შემდეგ კი გადაადგილების სპეციალური რეჟიმი დააწესა. ამჟამად შეზღუდვები მოხსნილია, თუმცა ფერდის გამაგრების აუცილებლობა ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია