შაბათი, ივლისი 18, 2026

“სამართალი ხომ არაა და უსამართლობის ადგილიც არა აქვთ!” _ რას წერს ეკა ბესელია


“სამართალი ხომ არაა და უსამართლობის ადგილიც არა აქვთ!” _ რას წერს ეკა ბესელია

პოლიტიკოსი, ეკა ბესელია, სოციალურ ქსელში აქციებზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესს ეხმაურება: "დღევანდელი სასამართლო განხილვა ანდრო ჭიჭინაძის და სხვათა მიმართ (არ ვიცი გადაიცემა თუ არა) ვიზუალურად გმოხატავს რაც ხდება დღეს სასამართლოში : პატარა დარბაზი , სადაც ადვოკატების ადგილი არაა, დამატებით სკამები ჩადგეს … მაგიდაც მოათრიეს წვალებით და ისე დადგეს ადვოკატების ნაწილს ტრიბუნა ეფარება … ოჯახები დარბაზში ვერ შემოდიან, ადგილები არაა, რაცაა დაკავებული აქვს ყველა წინა ადგილი პოლიციის თანამშრომლებს… რატომ ? პასუხი უსაფრთხოებას იცავენ…. რიგებს შორის ადგილი გაზრდილია, რომ ისედაც პატარა დარბაზი დაპატარავდეს … ბრალდებულები ვერ თავსდებიან ისეთი სივიწროვეა… სამართალი ხომ არაა და უსამართლობის ადგილიც არა აქვთ !!!" _ წერს ეკა ბესელია სოციალურ ქსელში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია