შაბათი, ივლისი 18, 2026

“საკუთარ ბილბორდზე ხუთიანიც არ დააწერა, ფიქრობს, თუ „ნაცმოძრაობას“ გაემიჯნება, მეტ ხმას მიიღებს”


“საკუთარ ბილბორდზე ხუთიანიც არ დააწერა, ფიქრობს, თუ „ნაცმოძრაობას“ გაემიჯნება, მეტ ხმას მიიღებს”

ირაკლი კობახიძე ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილს ბოროტ ადამიანებს უწოდებს. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ნიკა მელიას აქვს რაღაც თამაშები და ფიქრობს, რომ თუ გაემიჯნება „ნაცმოძრაობას“, ამ შემთხვევაში მეტს ხმას მიიღებს. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ბოროტი პოლიტიკური ძალა, რომელიც შედგება ბოროტი ადამიანებისგან და მელია არის ერთ-ერთი. სააკაშვილი და მელია ბოროტი ადამიანები არიან. ბოროტი ადამიანებს, რომლებსაც ბოროტი ზრახვები აქვთ, ამის აღსრულების საშუალება არ მიეცემათ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის დაპირისპირებები, კონფლიქტები, იქ რამდენიმე ჯგუფია და ეს არის მათი ერთი პრობლემა. გარდა ამისა, მელიას აქვს რაღაც თამაშები, ხუთიანიც არ გამოაკრა თავის ბილბორდებზე, ფიქრობს, რომ თუ გაემიჯნება "ნაცმოძრაობას", ამ შემთხვევაში მეტს ხმას მიიღებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 20 ოქტომბერს ნიკა მელიამ თბილისის მთავრობის ჩრდილოვანი კაბინეტი წარადგინა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია