- ივნისი 08, 2026
“საფრთხის დონე საშუალო”- გაფრთხილება ამინდის შესახებ
- აპრილი 01, 2025
- , პოლიტიკა
"2 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან 3 აპრილის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება",_ ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. "მოსალოდნელმა წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება (საფრთხის დონე საშუალო)",_ აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.