შაბათი, ივლისი 18, 2026

“საფრთხის დონე საშუალო”- გაფრთხილება ამინდის შესახებ


“საფრთხის დონე საშუალო”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 31 მარტს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის ხანმოკლე გაძლიერება. "მოსალოდნელმა წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება (საფრთხის დონე საშუალო)",_ აცხადებს გარემოს ერვნული სააგენტო.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია