- ივნისი 08, 2026
“რუსეთი ბირთვული ომისთვის მზადაა”- პუტინი დასავლეთს აფრთხილებს
- მარტი 13, 2024
- , პოლიტიკა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დასავლეთს აფრთხილებს, რომ ტექნიკურად ბირთვული ომისთვის მზადაა და თუ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინაში ჯარს გაგზავნის, ეს კონფლიქტის მნიშვნელოვან ესკალაციად ჩაითვლება. "სამხედრო-ტექნიკური თვალსაზრისით, ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ“, - განუცხადა 71 წლის პუტინმა ტელეკომპანია Rossiya-1-ს და საინფორმაციო სააგენტო RIA-ს კითხვაზე, იყო თუ არა ქვეყანა მართლაც მზად ბირთვული ომისთვის. პუტინმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების აუცილებლობას ვერ ხედავს. გარდა ამისა, პუტინის განცხადებით, აშშ-ს ესმოდა, რომ თუ ის ჯარს განათავსებს უკრაინაში - რუსეთი ამ ნაბიჯს ინტერვენციად განიხილავს.