- ივნისი 08, 2026
“რეალურად არის იმის შესაძლებლობაც, რომ სხვა კანდიდატურის წარდგენა მოხდეს”
- ივლისი 28, 2025
- , პოლიტიკა
"არსებულ მერს აქვს გამოხატული ინტერესი, რომ იყოს კიდევ ერთხელ მერობის კანდიდატი... რეალურად არის იმის შესაძლებლობაც, რომ სხვა კანდიდატურის წარდგენა მოხდეს" - ეს განცხადება ქართული ოცნების წევრს ლევან მახაშვილს ეკუთვნის. მისი განცხადებით ირკვევა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება თბილისის მერობის კანდიდატად მოქმედი მერი კახა კალაძე არ წარადგინოს. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის ფეისბუქპოსტი, რომელსაც „გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ვინ იქნებაო - არაფრისგან ვითომპიარი რადიკალების მხარეს… “ინტერესით კვდებიან” ვის დაასახელებს მმართველი პარტია მხოლოდ იმის გამო, რომ ოფიციალურად, ფორმალურად მერობის კანდიდატებს პოლიტიკური საბჭო წარადგენს და პოლიტიკური კულტურა/ტრადიცია არსებობს, რომ დასახელებამდე თავი უნდა შეიკავო ბოლომდე დადასტურებისგან, ერთკვირიანი “დაბნეულობისთვის” ქართან ფლირტი გადაწყვიტეს… არადა კახასნაირ უალტერნატივო კანდიდატზე ვერც ვერასდროს იოცნებებენ! “- აღნიშნულია მამუკა მდინარაძის პოსტში.