შაბათი, ივლისი 18, 2026

“რა გიხარიათ, თქვე მართლა შექანებულებო?!” _ ვის მიმართავს თეა გოდოლაძე


“რა გიხარიათ, თქვე მართლა შექანებულებო?!” _ ვის მიმართავს თეა გოდოლაძე

სეისმოლოგი თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში სომხეთში მომხდარ მიწისძვრას ეხმაურება. "ზოგიერთნი სიხარულით წერთ, ვაიმე, ვიგრძენი, შემაქანაო. რა გიხარიათ თქვე მართლა შექანებულებო?! ღმერთს ვთხოვოთ და მამაზეციერს ყველამ ერთად, მართლა ისე არ შეგვაქანოს, ქერო შესაქანებელია და ქერო პოტენციალი აქვს, თორემ გავწყდებით დედაბუდიანად" - წერს თეა გოდოლაძე. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი სომხეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 45 კილომეტრში იყო. მათივე ცნობით, მიწიძვრის სიმძლავრე 5.1 მაგნიტუდა იყო და შეგრძნებადი იყო საქართველოს მოსახლეობისთვისაც. ცნობისთვის, დე-და-მი-წის შემ-სწავ-ლელ მეც-ნი-ე-რე-ბა-თა ინ-სტი-ტუ-ტი-სა და სე-ის-მუ-რი მო-ნი-ტო-რინ-გის ეროვ-ნუ-ლი ცენ-ტრის დი-რექ-ტორ-მა, თეა გო-დო-ლა-ძემ სა-ქარ-თვე-ლო იანვარში და-ტო-ვა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია