შაბათი, ივლისი 18, 2026

“ქვეყნის მოღალატეებს ისტორია იმახსოვრებს” _ აქცია ოზურგეთში


“ქვეყნის მოღალატეებს ისტორია იმახსოვრებს” _ აქცია ოზურგეთში

"ქვეყნის მოღალატეებს ისტორია იმახსოვრებს" _ ამ მოწოდებით ოზურგეთში, კონსერვატიული მოძრაობა "ალტ-ინფოს" ოფისთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, სამოქალაქო აქტივისტმა ირმა გორდელაძემ აქციაზე თქვა, არავის მისცემენ ოზურგეთში პრორუსული ძალების გაძლიერების უფლებას და მოუწოდა ოზურგეთელ "ალტ-ინფოელებს" დაეტოვებინათ თავიანთი პარტია და სწორ მხარეს დამდგარიყვნენ. "არ მოგბეზრდათ ამდენი სიარული", _ ჰკითხეს აქციის მონაწილეებს კონსერვატიული მოძრაობის წევრებმა, რაზეც გორდელაძემ უპასუხა, რომ მანამ ივლიან, სანამ "ალტ-ინფო" ოფისს არ დაცლის". _ სიარული აწი ნახე, _ უთხრა გორდელაძემ პარტიის წარმომადგენლებს. აქციის მონაწილეებს წარმოდგენილი ჰქონდათ _ ილიას, აკაკის და ვაჟას გამონათქვამები რუსეთთან დაკავშირებით. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია