შაბათი, ივლისი 18, 2026

“ქვეყნის მოღალატეები ხართ თქვენ” _ ლია ჩოგოგიძე აქციაზე მიმავალ “ოცნების” მხარდამჭერებს


“ქვეყნის მოღალატეები ხართ თქვენ” _ ლია ჩოგოგიძე აქციაზე მიმავალ “ოცნების” მხარდამჭერებს

დილიდან ჩოხატაურში სამარშრუტო მიკროავტობუსების სიმრავლე შეინიშნება, რომლებსაც ქართული ოცნების მიერ დღეისთვის დაგეგმილ "საყოველთაო აქციაზე" მხარდამჭერები გურიიდან დედაქალაქში მიჰყავს. ერთ-ერთ მიკროავტობუსთან ევროპული საქართველოს ადგილობრივ წარმომადგენელს, ლია ჩიგოგიძესა და აქციაზე მიმავალ მოქალაქეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო. _ ქვეყნის მოღალატეები ხართ თქვენ! _ მიმართა ჩიგოგიძემ მიკროავტობუსში მსხდომებს. საიდანაც საპასუხოდ გაისმა, რომ მოღალატე იყო თავად დაპირისპირებული მხარე. _ მოღალატეები ხართ თქვენ ყველა. ხელისუფლებაში არ გერგო ისეთი სკამი, შენ რომ გინდოდა და ამიტომ არიან მოღალატეები და მტრები ხომ? _ მიმართეს ჩიგოგიძეს აქციაზე მიმავალმა მოქალაქეებმა, რომლებმაც არ დააკონკრეტეს, რომელი სოფლის წარმომადგენნლები იყვნენ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია