- ივნისი 08, 2026
“ქართველები მამაცად იდგნენ ერთმანეთის გვერდით”- აშშ-ს ელჩი 9 აპრილის მემორიალთან
- აპრილი 09, 2025
- , პოლიტიკა
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რობინ დანიგანმა პარლამენტთან, 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო და 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულებს პატივი მიაგო. "დღეს 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა. ჩვენ ვიხსენებთ თავისუფლებისთვის მებრძოლ 21 უდანაშაულო მსხვერპლს და ასობით დაშავებულს, როდესაც ქართველები მამაცად იდგნენ ერთმანეთის გვერდით, საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში",_ აღნიშნულ განცხადებას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.