შაბათი, ივლისი 18, 2026

“ორი ოქრო, ორი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო ჩვენია!” _ ოზურგეთელ სპორტსმენთა წარმატებები


“ორი ოქრო, ორი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო ჩვენია!” _ ოზურგეთელ სპორტსმენთა წარმატებები

1 - 2 თებერვალს, ქალაქ რუსთავში, ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში, თხუთმეტწლამდელთა შორის ( უმცროს ჭაბუკთა შორის) მსოფლიო ჩემპიონის თემურ ყაზარაშვილის სახელობის რესპიბლიკური ტურნირი გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა მიიღეს. ტურნირი ჩვენმა მოჭიდავეებმა წარმატებით დაასრულეს. ერეკლე თავბერიძე ( 44 კგ) - I ადგილი; გიორგი როყვა ( 57 კგ) - I ადგილი; ალექსი ფასიეშვილი ( 44 კგ) - II ადგილი; ლუკა კილაძე ( 41 კგ) - II ადგილი; აჩი ქათამაძე ( 44 კგ) - III ადგილი; ბაჩო აბაშიძე ( 48 კგ) - III ადგილი; ზურა სადრაძე ( 57 კგ) - III ადგილი; გიორგი ტაკიძე ( 62 კგ) - III ადგილი; შეიბრზე ოზურგეთელმა მოჭიდავეებმა გუნდური მეორე ადგილი აიღეს. ნაკრები გუნდი ასპარეზობისთვის მწრთვნელებმა : კობა ბალავინოვმა,ძმებმა ზურაბიანებმა, ფრიდონ აბაშიძემ, ლაშა გუჯაბიძემ, გურამ მაჭარაშვილმა და კახაბერ აბაშიძემ მოამზადეს. ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანება ავრცელებს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია