- ივნისი 08, 2026
“ნომრების დამუშავების კანონიერებას შევისწავლით”- პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური
- მაისი 09, 2024
- , პოლიტიკა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას შეისწავლის. "სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, ბოლო დღეების განმავლობაში, უცნობი პირები პირად სატელეფონო ნომრებზე უკავშირდებიან მოქალაქეებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას",_ აცახადებენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში.