შაბათი, ივლისი 18, 2026

“ნატო არ უნდა გახდეს რუსეთ- უკრაინის ომის მონაწილე”- ერდოღანი


“ნატო არ უნდა გახდეს რუსეთ- უკრაინის ომის მონაწილე”- ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამშაბათს ლიდერთა სამიტის წინ გააფრთხილა ნატოს მოკავშირეები, რომ არ მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რამაც შეიძლება ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი უკრაინაში ომში ჩართოს,_ იუწყება Bloomberg. „უკრაინის მხარდასაჭერად გადასადგმელი ნაბიჯების შემუშავებისას, ჩვენ ასევე ვინარჩუნებთ ჩვენს პრინციპულ პოზიციას, რომ ნატო არ გახდეს ომის მხარე“, - თქვა ერდოღანმა ანკარის აეროპორტში ვაშინგტონში გამგზავრებამდე. მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია