შაბათი, ივლისი 18, 2026

“ნაჯახით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა” _ წალკაში მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები


“ნაჯახით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა” _ წალკაში მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები

წალკაში 50 წლამდე მამაკაცმა თანასოფლელი ქალი მოკლა. აღნიშნულის შესახებ განცხადება გაავრცელა შსს-მ. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ვ.ვ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წალკის მუნიციპალიტეტში დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაჯახის გამოყენებით, სასიკვდილო დაზიანება მიაყენა 1970 წელს დაბადებულ ე.გ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვ.ვ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“,- ნათქვამია განცხადებაში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია