შაბათი, ივლისი 18, 2026

“მთავრობა” უნდა გადადგეს – თბილისში მარში გაიმართება


“მთავრობა” უნდა გადადგეს – თბილისში მარში გაიმართება

26 აპრილს თბილისში „თავისუფლების მარში“ დაანონსდა. გავრცელებული ინფორმაციით, მარშის მონაწილეები მეტრო "დიდუბესთან" 14 საათზე შეიკრიბებიან და პროკურატურამდე მსვლელობას გამართავენ. "უწყვეტი ბრძოლის 150-ე დღეს ვმართავთ თავისუფლების მარშს! საქართველო და სინდისის პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ!150 დღეა, რაც ვდგავართ ქუჩაში — პროტესტით, მარშებით, სიტყვით და სიმართლით. ამ ბრძოლამ გვაჩვენა, რომ ეს ხელისუფლება არ უსმენს ხალხს. იგი აგრძელებს რეპრესიებს, არღვევს თავისუფლებას და გვართმევს საქართველოს მომავალს.სწორედ ამიტომ, ამ მარშზე, პირველად ვაყალიბებთ ახალ და აუცილებელ მოთხოვნას — დაუყოვნებლივ გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა! ამ პროტესტით იბადება “ერთობა”, რომლის მიზანია ქვეყნის დაბრუნება და რუსული რეჟიმისგან გათავისუფლება!მარში შედგება დიდუბის მოედნიდან თბილისის პროკურატურამდე, სადაც იწყება სამართლის გაყალბება“, - წერენ აქციის ორგანიზატორები.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია