შაბათი, ივლისი 18, 2026

“მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, შტორმი, წყალმოვარდნები”- გაფრთხილება ამინდის შესახებ


“მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, შტორმი, წყალმოვარდნები”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 აპრილიდან 11 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში ზოგან თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. "მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება (საფრთხის დონე საშუალო)",_ აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია