- ივნისი 08, 2026
“მონობა ტეხავს” – ბათუმში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
- მარტი 31, 2025
- , პოლიტიკა
ბათუმის საქალაქო სასამართლოში "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დამფუძებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი დაიწყო. სასამართლო პროცესის დაწყებამდე დარბაზში შემოსულ პროკურორებს თორნიკე გოგიშვილს და შოთა ჩხაიძეს სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები შეძახილებით შეხვდნენ: "მონობა ტეხავს", "ცეცხლი ოლიგარქიას", "თავისუფლება მზიას", "თავისუფლება სინდისის პატიმრებს". მზია ამაღლობელის პროცესს ესწრებიან ჩეხეთის, პოლონეთის, შვედეთისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების წარმომადგენლები. მედიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები.