- ივნისი 08, 2026
“მოკალით ის!” _ რას აცხადებს დონალდ ტრამპი
- ივნისი 26, 2025
- , პოლიტიკა
რატომ უნდა სურდეთ „რესპუბლიკელებს“, რომ „დემოკრატების“ „რუპორმა“ „ამერიკის ხმამ“ მუშაობა გააგრძელოს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. „ეს სრული მემარცხენე კატასტროფაა და არცერთმა „რესპუბლიკელმა“ არ უნდა დაუჭიროს მხარი მის შენარჩუნებას. მოკალით ის!“, - წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე. ამასთან, აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM), უფროსმა მრჩეველმა, კერი ლეიკმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ სააგენტო, რომლის შემადგენლობაში „ამერიკის ხმაც“ შედის, „მთლიანად კორუმპირებულია“. „უმჯობესი იქნება, რომ მთლიანად დაიშალოს და ყველაფერი თავიდან დაიწყოს“, - აღნიშნა კერი ლეიკმა. ცნობისთვის, გასულ კვირას დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ „ამერიკის ხმის“ 600-ზე მეტ თანამშრომელს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ აცნობა. USAGM-ის უფროსი მრჩევლის, კერი ლეიკის ცნობით, მარტის შემდეგ სააგენტოს თანამშრომლების რაოდენობა 85%-ით შემცირდა.