- ივნისი 08, 2026
“მოდერნას” დირექტორი მიიჩნევს, რომ პანდემია გაისად დასრულდება
- სექტემბერი 23, 2021
- , პოლიტიკა
"მოდერნას" აღმასრულებელი დირექტორი სტეფან ბანსელი მიიჩნევს, რომ პანდემია გაისად დასრულდება, _ ამის შესახებ როიტერი იუწყება. "თუ გავითვალისწინებთ ბოლო ექვს თვეში წარმოების სიმძლავრის ზრდას, მომავალი წლის შუაში უნდა გვქონდეს იმდენი ვაქცინა, რომ მთელი მსოფლიო აიცრას", _ ამბობს ბანსელი. "დელტა შტამი იმდენად გადამდებია, რომ, ის, ვინც არ აიცრება, ბუნებრივი გზით იქნება იმუნიზირებული. აქედან გამომდინარე ჩვენ ვიქნებით იმ სიტუაციაში, როგორც ვართ ჩვეულებრივი გრიპის დროს _ აიცრებით და მშვიდად გაატარებთ ზამთარს, არ აიცრებით და დადგებით ინფიცირების და საავადმყოფოში მოხვედრის საშიშროების წინაშე", _ გვაფრთხილებს ბანსელი.