შაბათი, ივლისი 18, 2026

“მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, რაც კანონმდებლობის სრული დაცვით განხორციელდა”


“მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, რაც კანონმდებლობის სრული დაცვით განხორციელდა”

სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის საკითხზე განმარტებას აკეთებს. უწყება ადასტურებს, რომ სააკაშვილი რუსთავის საპატიმროშია გადაყვანილი და აღნიშნავს, რომ ეს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით განხორციელდა. „მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი №12 პენიტენციურ დაწესებულებაშია“ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 30 დეკემბერს მსჯავრდებული/ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლიდან“ გადაყვანილია №12 პენიტენციურ დაწესებულებაში", - აცხადებენ უწყებაში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია