- ივნისი 08, 2026
“მეორე დღეა, 12 წლის გოგოს მთელი სოფელი გლოვობს”
- თებერვალი 08, 2022
- , პოლიტიკა
გუშინ გარდაცვლილი 12 წლის გოგონა ც. მ.-აა _ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. "გურია ნიუსთან" მომხდარ ტრაგედიაზე ახლობლებს საუბარი უჭირთ. ამ დრომდე უცნობია, სუიციდის მიზეზი. "მეორე დღეა, 12წლის გოგოს მთელი სოფელი გლოვობს. დაგვამუნჯა ამ ტრაგედიამ. მიზეზი, უცნობია", _ ამბობენ ადგილობრივები. შეგახსენებთ, ტრაგედია სენაკში, სოფელ ფოცხოში, გუშინ მოხდა _ გოგონა ჩამომხრჩვალი მამამ ნალიაში ნახა. ჩვენი ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო. [sexy_author_bio]