- ივნისი 08, 2026
“მე განაცხადი არ შემიტანია, ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში”- ანრი ოხანაშვილი
- ივნისი 20, 2024
- , პოლიტიკა
„ქართული ოცნების" დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დღის წესრიგში მისი პროკუროტად დანიშვნის საკითხი არ დგას. "საპროკურორო საბჭო არის უფლებამოსილი, რომ პარლამენტს კანდიდატები წარუდგინოს. მე განაცხადი არ შემიტანია,- ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში, აქედან გამომდინარე, ყველა ერთად დაველოდებით კანდიდატების წარმოდგენას",_ განაცხადა ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. მისივე თქმით, საპროკურორო საბჭოს გადასაწყვეტია, ვის წარადგენს კანდიდატებად. ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავარ პროკუროად "ოცნება" ანრი ოხანაშვილის წარდგენას გეგმავს.