- ივნისი 08, 2026
“მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ შემთხვევები ყოველდღე ფიქსირდება”- ნატო ჯიბუტი
- ოქტომბერი 25, 2022
- , პოლიტიკა
"ჩოხატაურში მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ ინფიცირების შემთხვევები ფიქსირდება ყოველდღიურად",_ აღნიშნული განცხადება "გურია ნიუსთან" საუბრისას ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა გააკეთა. "ჩოხატაურში, 1 კვირის განმავლობაში, კოვიდინფიცირების 25 შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ჩოხატაურში დაფიქსირებულია 9344 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 9240 პაციენტი, გარდაცვლილია 69",_ ამბობს ჯიბუტი.