- ივნისი 08, 2026
“მანქანა გაჭრეს და ახალგაზრდა ისე გადმოასვენეს”- მძიმე ავარია სამეგრელოში
- მაისი 03, 2025
- , პოლიტიკა
"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, დღეს დილით მძიმე ავარია მოხდა ხობში, სოფელ ჭალადიდში. როგორც წყარო გვიყვება, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. "ერთ-ერთი მანქანა გაჭრეს და ახალგაზრდა ისე გადმოასვენეს. მეორე კი მძიმედ დაშავდა",-გვეუბნება წყარო. ჩვენი ინფორმაციით, დაშავებული 10 წლის ბავშვი ფოთის საავადმყოფოშია გადაყვანილი და შესაბამისი გამოკვლევები უტარდება. სხვა დეტალები უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.