შაბათი, ივლისი 18, 2026

“ლოდები და ხეები ჩამოიტანა, სახლი დააზიანა”- მეწყერი ჩანჩხალოში


“ლოდები და ხეები ჩამოიტანა, სახლი დააზიანა”- მეწყერი ჩანჩხალოში

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანჩხალოში მეწყერი ჩამოწვა. ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მეწყერმა მხოლოდ 1 ოჯახის სახლი დააზიანა. "გუშინწინ მოხდა. ლოდები და ხეები ჩამოიტანა, სახლსაც დაარტყა და საბძელსაც. სახლი შეამტვრია, ყველაფერი დააზიანა“, – უთხრა „ბათუმელებს“ ბადრი დიასამიძემ. ჩანჩხალოში მერის წარმომადგენელის, გოდერძი მახარაძის თქმით, მომხდარის შესახებ შუახევის მერია ინფორმირებულია. ვრცლად: "ბათუმელები"



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია