- ივნისი 08, 2026
“ლანჩხუთში, ინფიცირების მაჩვენებელი დაბალია”
- ოქტომბერი 25, 2022
- , პოლიტიკა
ლანჩხუთში, ინფიცირების მაჩვენებელი დაბალია,_ ამის შესახებ "გურია ნიუსს" ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა. "სულ გვაქვს ინფიცირების 12 180 შემთხვევა, საიდანაც, ბოლო 24 საათში დაფიქსირდა 2 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულია 12 081, გარდაცვლილია 83. აქტიურია ინფიცირების 16 შემთხვევა. მაჩვენებლები დაბალია ინფიცირების. შაბათ - კვირას შემთხვევები არ დაფიქსირებულა. საკმაოდ შემცირდა, თუმცა მომართვიანობაც ნაკლებია",_ ამბობს ნატო მენაღარიშვილი.