- ივნისი 08, 2026
“ყველაზე მშვიდობიანი უბანი ეს არის” _ საარჩევნო პროცესი გურიანთაში
- ოქტომბერი 30, 2021
- , პოლიტიკა
სოფელ გურიანთის #60 საარჩევნო უბანზე ამ დროისთვის სიმშვიდეა. როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გელა გობრონიძემ "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, ამ დროისთვის უბანზე გამოცხადდა 225 ამომრჩეველი. "ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი საარჩევნო უბანი. უბანზე სულ რეგისტრირებულია 681 ამომრჩეველი, რომელთაგან ხმა უკვე მისცა 225-მა. მზიანი ამინდია, სოფელში საქმეა და ამომრჩეველთა უფრო მაღალ აქტივობას ველოდებით დღის მეორე ნახევარში", _ გვითხრა გობრონიძემ. [sexy_author_bio]