შაბათი, ივლისი 18, 2026

“კრიტიკას ვიღებ და ბოდიშს ვიხდი”- უგულავა


“კრიტიკას ვიღებ და ბოდიშს ვიხდი”- უგულავა

გიგი უგულავამ ბოდიში მოიხადა ციხის თანამშრომლის შვილთან დაკავშირებული მიმართვის გამო. "ჩემმა დღევანდელ მიტინგზე ნათქვამმა სიტყვებმა გულისწყრომა გამოიწვია - მათ შორის, ჩემთვის საპატივცემულო ხალხის. კრიტიკას ვიღებ და ბოდიშს ვიხდი. დეტალებში არ შევალ. სჯობს ეს საკითხი არ განვიხილოთ და მოჭრილად ვთქვათ - რომ ბავშვებს გავეშვათ პირიქით, ყველა ბავშვი უნდა დავიცვათ ღვარძლისა და სიძულვილისგან, რომელიც დღეს ქვეყანაში ტრიალებს და თანამედროვე ინფორმაციული სამყაროს თავისებურებების გამო, მათი ცხოვრების ნაწილი ხდება",_ განაცხადა უგულავამ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია