- ივნისი 08, 2026
“კიდევ ერთი პროექტი მინდა, დავაანონსო”- იუსტიციის მინისტრი
- ნოემბერი 17, 2023
- , პოლიტიკა
"კიდევ ერთი პროექტი მინდა, დავაანონსო – ეს არის სტუდია „იუსტიცია" – უნიკალური პლატფორმა საზოგადოებასთან კომუნიკაციის. სულ ცოტა ხანში საზოგადოება იხილავს ამ სტუდიას. ეს იქნება, ფაქტობრივად, ინტერნეტტელევიზია, რომელიც განკუთვნილი იქნება იურისტებისა და ყველა იმ პირისთვის, რომელიც დაინტერესებულია სამართლებრივი საკითხებით", – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა. სტუდია „იუსტიციის" მიზანი სამართლებრივ საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და იურიდიული ხასიათის თემებზე დისკუსიის ხელშეწყობაა. მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტში იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს უსმენენ.