შაბათი, ივლისი 18, 2026

“ჯიხვის მწვადები”


“ჯიხვის მწვადები”

მწერალმა რევაზ მიშველაძემ დისერტაცია რომ დაიცვა, ბანკეტი გადაიხადა. ნოდარ დუმბაძე თამადობდა. ზუგდიდელმა მეგობრებმა მწერალს შემწვარი ვაცი ჩამოუტანეს. ორიგინალურად იყო შემწვარი - ფეხებზე იდგა. სუფრაზე რომ დადგეს, შეზარხოშებული სტუმრები აღფრთოვანდნენ. მიშველაძემაც - ჯიხვიაო, საზეიმოდ გამოაცხადა. ნოდარ დუმბაძემ მოხერხებულად ჩამოაჭრა “ჯიხვს”ხორცი და ჩამოარიგა. გაჭრა მიშველაძის ტყუილმა. ქეიფის დასასრულს ნოდარ დუმბაძემ იხმო, მხარზე ხელი გადაადო და უჩურჩულა: - ისე, ტყუილებს ბავშვობიდან ნუ მიეჩვევი, მიშველაძე, თვარა სადოქტორომდე მისვლა გაგიჭირდება. ჯიხვები ჩვენ ვართ, აი თხა ჯიხვად რომ მოგვასაღეო. მაშინ “ჯიხვს” მოტყუებულს, უცოდინარს, “ღრმა პროვინციალს” ეძახდნენ. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია