- ივნისი 08, 2026
“ივლიტა ჯიბუტის სახელობის საქველმოქმედო ფონდის” ლიტერატურულ კონკურსი
- სექტემბერი 17, 2020
- , პოლიტიკა
"ივლიტა ჯიბუტის სახელობის საქველმოქმედო ფონდი" აცხადებს ყოველწლიურ ლიტერატურულ კონკურსს, რომელიც ჩატარდება 2020 წლის 3 ოქტომბერს კონკურსი მიეძღვნება მორის ფოცხიშვილისა და ზაურ ბოლქვაძის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას. გამარჯვებულთათვის დაწესდება პრიზები: პირველი ადგილი _ 400 ლარი; მეორე ადგილი _ 300 ლარი; მესამე ადგილი _ 200 ლარი; მეოთხე ადგილი _ 100 ლარი. კონკურსის პირობები: საკონკურსო კითხვები გამოქვეყნდებაფეისბუქგვერდზე "ივლიტას ფონდი", დილის 10 საათზე. მონაწილეებმა პასუხები უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] გამარჯვებულად ჩაითვლებიან ის მონაწილეები,რომლებიც ყველაზე ადრე გამოაგზავნიან სწორ პასუხებს. პასუხების გამოგზავნის ბოლო ვადაა იმავე დღის 14 საათი. კონკურსში მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ პირველ ოქტომბრამდე ტელეფონით, ნომერზე _ (599) 162929. კონკურსში მონაწილეთა ასაკი შეზღუდული არაა.