- ივნისი 08, 2026
“იპოვეს სუფსაში, დამხრჩვალი”
- მარტი 30, 2023
- , პოლიტიკა
მამაკაცი, რომელსაც ჩოხატაურში ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. "იპოვეს სუფსაში, დამხრჩვალი", _ ამბობს "გურია ნიუსთან" გარდაცვლილის ახლობელი. შეგახსენებთ, რომ ბესო სიხარულიძეს ჩოხატაურში, ოჯახი და პოლიცია 2 დღის განმავლობაში ეძებდა. ის ბოლოს სოფელ შუა ამაღლებისკენ მიმავალ გზაზე ნახეს. ამ დროისთვის დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.