- ივნისი 08, 2026
“ინფიცირება მატულობს და იმუნიზაცია კლებულობს”- ვითარება ლანჩხუთში
- ნოემბერი 09, 2021
- , პოლიტიკა
ლანჩხუთში კოვიდინფიცირების 36 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ "გურია ნიუსს" ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა. "ზოგადი მდგომარეობა უცვლელია. ინფიცირება მატულობს და იმუნიზაცია კლებულობს. 4 საჯარო სკოლა გვყავს მთლიანად დისტანცირებული და 7 კლასია ჰიბრიდულ სწავლაზე. 2 ბაღია დაკეტილი საკარანტინო ვადით, დანარჩენები ფუნქციონირებენ",_ გვითხრა მენაღარიშვილმა. სულ ლანჩხუთში გამოვლენილია კოვიდინფიცირების 4637 დადებითი შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 4040 პაციენტი, გარდაცვლილია 59. აქტიურია ინფიცირების 538 შემთხვევა.