- ივნისი 08, 2026
“იფიცება საქართველო” _15 იანვარს, 15:00 საათზე საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა დაანონსდა
- იანვარი 04, 2025
- , პოლიტიკა
"იფიცება საქართველო" - 15 იანვარს, 15 საათზე, მასშტაბური საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა დაანონსდა - ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება: "15 იანვარს, 15:00 საათზე, დამსაქმებლები და დასაქმებულები ვაწყობთ საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას! 3 საათის განმავლობაში დროებით დავკეტავთ ჩვენს კარს და დავდგებით გარეთ. ჩვენი გაფიცვით ვაჩვენებთ თუ რა გველის იზოლაციის პირობებში: • გაჩერებული ეკონომიკა; • დაკეტილი ბიზნესი; • სიღარიბე და უმუშევრობა. საფრთხეც და გამოსავალიც ყველასთვის საერთოა – ახალი არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლება. იმის მიუხედავად თუ სად მუშაობ, ბიზნესის მფლობელი ხარ, მენეჯერი თუ დასაქმებული – შემოგვიერთდი! იფიცება საქართველო! " ნათქვამია ინფორმაციაში.